ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გუტერეში: კაცობრიობას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვული განადგურებისგან

გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ბირთვული საფრთხე იმდენად მაღალი, როგორც დღესაა, ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა.

“კაცობრიობას მხოლოდ ერთი გაუგებრობა, მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვული განადგურებისგან. აქამდე გვიმართლებდა, თუმცა იღბალი სტრატეგია არ არის.  კლიმატის კრიზისმა, მკვეთრმა უთანასწორობამ, კონფლიქტებმა და ადამიანის უფლებების დარღვევამ, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ჩვენი სამყარო უფრო დიდი სტრესის ქვეშ მოაქცია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”, – აცხადებს გუტერეში.

მისი თქმით, ბირთვული ომის დაწყების საფრთხის შემცირება საკმარისი არ არის და ერთადერთი გარანტია, რომ ბირთვულ იარაღას არასდროს არ გამოიყენებენ, მის განადგურებაშია.

“დღეს მსოფლიოში 13 000 ატომური იარაღის არსენალია მსოფლიოში. სახელმწიფოები მცდარ უსაფრთხოებასეძებენ მარაგების დაგროვებასა და ასობით მილიარდი დოლარის დახარჯვაში განკითხვის დღის იარაღისთვის, რომლის ადგილიც ჩვენს პლანეტაზე არ არის”, – განაცხადა გუტერეშმა ატომური იარაღის შეკავებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

იტვირთბა....