ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოდიშის შემდეგ: თოფაძემ იმავე სტილში მორიგი განცხადება გააკეთა

“დაუნს ვიტყვი, თუ დებილს, აქ დიდი სხვაობა არ არის, ამაში იყო მთელი ის…“, – ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის წევრმა გოგო თოფაძემ “პირველი არხის” ეთერში.

ამის გამო ჟურნალისტმა თამარ რუხაძემ პირდაპირ ეთერში პარლამენტარის სიტყვებისთვის ტელემაყურებელს ბოდიში მოუხადა: „თქვენ ჩვენივე ეთერში ისევ განაცხადეთ თქვენივე სიტყვა.

ბატონო გოგი, თქვენ ჩვენი ეთერის საშუალებით ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, თქვენივე პათოსში და მე მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ემიჯნება გოგი თოფაძის ამ განცხადებას, რომელიც ახლა გაკეთდა და არ გვინდა, რომ ჩვენი ეთერი ამისთვის იყოს გამოყენებული“.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა, სადაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

“თქვენ ხართ პირველი პირი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, ყველა ბგერა ანალიზდება, მინდა მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები, ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ, არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ, საქართველოსი.”– თქვა გოგი თოფაძემ

იტვირთბა....