სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ნავთობის სფეროში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა, მომავალ კვირას გაუქმდეს.
ფიცოს თქმით, ნავთობგადამამუშავებელმა კომპანია Slovnaft-მა სახელმწიფო რეზერვებში ნავთობის დაბრუნება უკვე დაიწყო და მომდევნო კვირაში ყველა რეზერვი შეივსება.
როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, ქარხანა აპრილის შუა რიცხვებიდან სრული სიმძლავრით იმუშავებს.
„ევროკომისიასაც უნდა მივმართოთ, შეწყვიტოს ეს უაზრო, მავნე, იდეოლოგიური პოლიტიკური თამაშები და აიძულოს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, არ დააზიანოს ევროპა. Slovnaft-ის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე დაიწყო ნავთობის ჩვენს რეზერვებში დაბრუნება, ყველა რეზერვი შეივსება და თუ ეს ოთხშაბათს მოხდება, შეგვიძლია, მოვხსნათ ნავთობის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, რაც უნგრეთს, ჩეხეთს და სხვა მეზობელ ქვეყნებსაც დაეხმარება“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

