[su_quote]ჟურნალისტებმა მთხოვეს, მისთვის ეს კითხვა დამესვა, მაგრამ ხელი ამიქნია, არ უნდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი… როგორც ჩანს, რეალურია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდათ, ალბათ ასეა[su_quote]
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებს და პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.