aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

CNN: რუსეთი უკრაინაში 30 000-ზე მეტი მოხალისის გაგზავნას გეგმავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხალისეთა ბატალიონები ყალიბდება. ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინაში გასაგზავნად 30 ათასზე მეტი მოხალისის მობილიზება მიმდინარეობს რუსეთის არმიის რიგების შესავსებად.

როგორც CNN წერს, რუსეთი ცდილობს შემცვლელები მოუნახოს სამხედროებს, რომლებიც ომის ხუთი თვის განმავლობაში დაიღუპნენ, ანაც, იმდენად გამოიფიტნენ, რომ ბრძოლას ვეღარ აგრძელებენ. ამასთან, გამოცემის ცნობით, 30 000 ადამიანიდან დაახლოებით მესამედის დონბასში გაგზავნა იგეგმება.

“ზოგიერთი ბატალიონი ექსკლუზიურად იქნება ჩართული საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო მხარდაჭერის ოპერაციებში, ზოგი კი გააძლიერებს უკვე არსებულ სამხედრო ნაწილებს ან მოახდენს საბრძოლო ბატალიონების ფორმირებას”, – მოჰყავს “სიენენს” ვაშინგტონის ომის შესწავლის ინსტიტუტის რუსი მკვლევარის, ეკატერინა სტეპანენკოს სიტყვები.

მისივე თქმით, მოხალისეების გადასამზადებლად ხელმძღვანელობა ერთი თვის გამოყოფას გეგმავს, რაც საკმარისი გამოცდილების და ცოდნის მისაღებად, საკმარისი არ არის.

 

იტვირთბა....