ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ევროკავშირის 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა, ან შეუწყვიტა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა, ან შეუწყვიტა. ფონ დერ ლაიენი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მოემზადონ რუსული გაზის მიწოდების შეფერხების, ან სრულად შეწყვეტისთვის.

“ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდგომი შეფერხებებისთვის ან უფრო მეტი, რუსული გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვისაც კი”, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანად დაეხმარება ევროკავშირის წევრებს, რომ ზამთრამდე მარაგები შეავსონ.

იტვირთბა....