ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ევროკავშირი გაზის მოხმარების შემცირების გეგმაზე შეთანხმდა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ზამთრის სეზონზე ბუნებრივი აირის მოხმარების ნებაყოფლობით შემცირების თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

შეთანხმების მიხედვით, 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე, გაზის მოხმარება 15%-ით შემცირდება გასული წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით.

მთავრობები თავად გადაწყვეტენ, რა ზომებს მიმართავენ აღნიშნული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.

იტვირთბა....