ხევიდან, სადაც სამაშველო ვერტმფრენი ჩავარდა პირველი კადრები ვრცელდება. – კადრებს ტელეკომპანია პირველი ავრცელებს.
გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა.
არსებული ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენში, 2 პილოტთან ერთად რამდენიმე მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა, საუბარია 8-9 ადამიანზე.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ გუდაურში ვეტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.