მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

მაჭუტაძე გვარამიას შეხვდა: მართლა ბევრი რუსია საქართველოშიო, მკითხა… ემზადება დიდი ამბებისათვის

[su_quote]რუსთავის საპატიმროში ნიკა გვარამიას შევხვდი დღეს. არის მტკიცედ, შეუპოვრად, მხნედ.
კითხულობს, კითხულობს წიგნებს. უამრავს კითხულობს და ფიქრობს. დიდ ხანს ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, ისტორიაზე… პლუტარქეს “პარალელური ბიოგრაფიებიდან” მანის “ჯადოსნურ მთამდე”.
მე ვუთხარი, სამშობლოს და შენი თავგადასავალი ერთმანეთს ემთხვევამეთქი. ესეც ერთგვარი პარალელური ბიოგრაფიაა – სახელმწიფო გადატრიალების უბედურება, აფხაზეთის ოკუპაცია და საკუთარ სამშობლოში დევნილობა, დახვრეტილი მიტინგები, “ვარდების რევოლუცია”, შემდეგ კვლავ დამარცხება 2012 წლის, შემდეგ ისევ ბრძოლა, ბრძოლა გაუთავებელი. ახლა პატიმრობით რომ გრძელდება – უზნეო და უკანონო, თანაც აბსურდული პოლიტიკური ტყვეობით.
იმედიანადაა. რეჟიმის დაისი უკვე დადგა. ვინ, ვინ და ერთი უპირველესთაგანი ნიკა გვარამია გრძნობს ამას. არამხოლოდ გრძნობს, იცის ზუსტად.
ცოტას ვწერო. სხვისი დაწერილის წაკითხვა მირჩევნიაო. საკუთარ თავზე საერთოდ არ დარდობს, არად აგდებს ამ პატიმრობას. ასეთი თავისუფალი არასდროს ვყოფილვარო. სხვანაირი თავისუფლებაა ეს, მისი დამჭერები ამას ვერ შეიცნობენ და ვერ მიხვდებიან. ნერვიულობს სხვებზე – ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე, მეგობრებზე, მესამე პრეზიდენტზე.
მართლა ბევრი რუსია საქართველოშიო, მკითხა. განიცდის ამ ამბავს. აშინებს ამათი ჩამოზავება. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ქართველები უკანმოუხედავად გარბიან საქართველოდან უმძიმესი პოლიტიკური და სოციალური ყოფის გამო.
რეჩ პოსპოლიტას ისტორიით დაინტერესებულა. თანამედროვე გეოპოლიტიკური გამოწვევების პოზიტიური საფუძვლები მანდაც ეგულება – მძლავრი ანტირუსული ბლოკისა აღმოსავლეთ ევროპაში. მითუმეტეს, თუ ასეთი კონგლომერაციის ტრადიციაც უკვე არსებობს და მოიძებნება ისტორიაში. მე ჩემი დავუმატე: გურიის და ოდიშის სამთავროებს ხელშეკრულება ჰქონდათ რეჩ პოსპოლიტასთან და ერთად გამოდიოდნენ ბრძოლებშიმეთქი.
ერთი შთაბეჭდილება კი სახიერად წამომყვა – პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამია ემზადება. ემზადება დიდი ამბებისათვის – სულიერად, მორალურად, ინტელექტუალურად.
თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს![/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ნიკა მაჭუტაძე.

იტვირთბა....