ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

პოლონელების შეგროვილი ფულით, Bayraktar უკრაინას TB2-ის ტიპის დრონებს გადასცემს

Bayraktar-ის მწარმოებელი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცემს TB2-ის ტიპის დრონებს, რისთვისაც ფული პოლონელებმა შეაგროვეს. ამის შესახებ Facebook-ზე წერს პოლონელი ჟურნალისტი სლავომირ სერაკოვსკი, რომელიც თანხის შეგროვების ინიციატორია.

სერაკოვსკი თურქული კომპანიისგან მიღებულ წერილს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

“გაცებული ვართ თანხების მოძიების აქციაში ასი ათასობით პოლონელის ჩართულობით და გვსურს, ამ ადამიანური სოლიდარობის ნაწილი გავხდეთ”.

პოლონელი ჟურნალისტის ცნობით, კომპანია Baykar-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინას დრონებს გადასცემენ.

“ეს იმ 22,5 მილიონი ზლოტით (4,7 მლნ დოლარი) გახდა შესაძლებელი, რომელიც შევაგროვეთ”, – წერს სერაკოვსკი.

იტვირთბა....