“იმდენად რუხი მასაა, ილუზია იმისა, რომ ვიღაცა რაღაცის გამო ტოვებს, არ არის. ეს ყველაფერი არის თამაში – უხარისხო სპექტაკლის დადგმა. გურამ მაჭარაშვილი ვინ არის საერთოდ არ ვიცი, ხმა არ გამიგონია მაგ ვიღაცის და კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო ადამიანზე, რომელიც არ არსებობს უბრალოდ, “ფეიკია”. სახეზე როგორია ის არ ვიცი. საგიჟეთია რა. ვის თავში რა მორიგი სიგიჟე იხარშება, რა ვიცი[/su_quote]
ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრის, გურამ მაჭარაშვილის გასვლას პარტიიდან.