“ქართულ ოცნებას” კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, მიდის პარტიიდან და ფრაქციიდან, მუშაობას კი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.
შესაბამისი განცხადება მაჭარაშვილმა პარლამენტში გააკეთა. როგორც მან მედიასთან აღნიშნა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო და არ სურს, “ქართული ოცნების” წევრობა მისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს.