[su_quote]თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან. როდესაც დაინახეს, რომ ხელისუფლებასთან მიზანს ვერ აღწევდნენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორიოდე კვირის თავზე, უკვე ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს შეხვედრა, მანამდე კი, მასზე წნეხის მაქსიმალურად დასამძიმებლად, შვეიცარიიდან საბანკო გადარიცხვები გაუჩერეს. საელჩოს მიერ რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის სრული კოორდინაცია რადიკალური დღის წესრიგის გარშემო, მათი მეშვეობით ომისკენ მიმართული რიტორიკის ტირაჟირება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, თვითმფრინავებით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და ამის საფუძველზე მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენება, ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, ერთადერთ რამეს – საქართველოს ომში ჩართვას ემსახურებოდა. მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ხელისუფლების პრინციპულობის გარდა, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, ეს ხალხის სიბრძნის დამსახურებაცაა. ქართველმა ხალხმა 90-იანი წლებიდან იმდენი უბედურება გამოიარა, რომ ისეთი სატყუარებით, როგორიც, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაა, მას ვეღარ მოატყუებ. ქართველი ხალხი უკვე ინსტინქტით გრძნობს საფრთხეს და ყველა ხაფანგზე სწორად რეაგირებს.
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს საკუთარი სიცოცხლეც კი დადო სასწორზე, როდესაც უმძიმეს დანაშაულებრივ სისტემას დაუპირისპირდა და ახლა ფინანსური თემით მისი დაშანტაჟება იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული[/su_quote]
ასე ეხმაურება ხელისუფლების პროპაგანდისტი ზაზა შათირიშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს.