ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტებს გაქცევა აიძულეს” – გენშტაბი უკრაინელების წარმატებაზე

უკრაინელმა სამხედროებმა რუსების შეტევა რამდენიმე მიმართულებით წარმატებით მოიგერიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სლავური მიმართულებით მტერმა ქვემეხიდან, სარაკეტო არტილერიიდან და ტანკებიდან ისროლა ნორცევკას, დოლინას, გრუშუვახას, კრასნოპოლიეს, მაზანოვკას და სხვა დასახლებებში.

ასევე, მტრის ჯარები ცდილობდნენ წინსვლას ბოგოროდიჩნის მახლობლად, მაგრამ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას და უკან დაიხიეს.

„უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებით მოიგერიეს დამპყრობლების მცდელობა, გაეუმჯობესებინათ ტაქტიკური მდგომარეობა ივანო-დარიევკას რეგიონში და აიძულეს მტერს გაქცეულიყო“, – დასძინა გენერალურმა შტაბმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....