ბოლნისის სასამართლოს მოსამართლე მარნეული-კოდას გზაზე მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.
„საქართველოს უზენაესი სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს ბატონი ლევანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს.
ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას.
მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანი სასამართლო სისტემისთვის“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

