უკრაინამ გერმანიიდან მძიმე იარაღის მორიგი პარტია მიიღო. საუბარია მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე (MLRS) Mars II და თვითმავალ ჰაუბიცებზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება სხვა სისტემების მიწოდებაც.
“დაპირებული Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და Panzerhaubitzen 2 000 თვითმავალი ჰაუბიცები მიწოდებულია. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს სიტყვას”, – თქვა ლამბრეხტმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა , რომ გეპარდის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო იარაღი და რამდენიმე ათეული ათასი ტყვია საბრძოლო მასალა ჩამოვიდა გერმანიიდან.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

