ახალი ამბები მსოფლიო

“ჩინური რაკეტა დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება” – CNN

ჩინური რაკეტა, რომელიც ჰაინანის კუნძულიდან კვირას აფრინდა, დედამიწისკენ უკონტროლოდ მოემართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

,მედიის ცნობით, ხსენებული რაკეტა სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვარდება, თუმცა მეცნიერები წინასწარ ვერ განსაზღვრავენ, სად დაეცემა ის.

„ეს არის 20 ტონა მეტალის ობიექტი. მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში მოხვედრისას დაიმსხვრევა, მრავალი ნაჭერი – ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდი – ზედაპირზე მოაღწევს,” – თქვა CNN-ის ცნობით, მაიკლ ბაიერსმა, ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ბაიერსმა ასევე განმარტა, რომ კოსმოსური ნამსხვრევები უკიდურესად მინიმალურ რისკს წარმოადგენს ადამიანისთვის, მაგრამ თუ დიდი ნაწილები დასახლებულ რეგიონებში ჩამოვარდება, შესაძლებელია, ზიანიც გამოიწვიოს.

გასულ წელს ჩინეთი მკაცრად გააკრიტიკეს კოსმოსურ ნამსხვრევებთან მოპყრობის გამო, მას შემდეგ რაც მან მსგავსი რაკეტით სხვა მოდული გაუშვა. მისი ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში მალდივის მახლობლად ჩავარდა გაშვებიდან 10 დღის შემდეგ.
იტვირთბა....