ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“წარადგინეთ ჯონსონი უკრაინის პრემიერობის პოსტზე” – პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე

“წარადგინეთ ჯონსონი უკრაინის პრემიერობის პოსტზე” – აღნიშნულის მოთხოვნით, პეტიცია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე განთავსდა.

როგორც ცნობილი ხდება, პეტიციაში საუბარია ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებაზეც.

„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტი 7 ივლისს დატოვა.

იტვირთბა....