ჟურნალისტი, ბექა ყორშია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სოციალურ ქსელში მიმართავს:
“ირაკლი კობახიძე, ძალიან მძიმე კვირა გელის და ამაზე მე ვიზრუნებ, გპირდები”, – წერს ბექა ყორშია.
ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

