ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ აქვთ რაიმე ილუზია, რომ ასეთი მეთოდებით დაგვაშინებენ, ძალიან ცდებიან – “მთავარის” ჟურნალისტი

[su_quote]თუ აქვს მმართველ პარტიას რაიმე ილუზია, რომ ასეთი მეთოდებით დაგვაშინებს ან ჩვენს დადუმებას შეძლებს, ძალიან ცდებიან ხელისუფლების წარმომადგენლები, რადგან ჩვენ, რეალურად კიდევ უფრო გვაძლიერებს ასეთი შეტევები მედიის წარმომადგენლებზე და ცხადია, რომ გავაგრძელებთ კრიტიკული კითხვების დასმას და მათი რეალური სახის ჩვენებას[/su_quote]

ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, ნატალი ჯახუტაშვილმა ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა.

ცნობისთვის, ნატალი ჯახუტაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

დღეს კი ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ამ თემის ირგვლივ განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა:

“მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა… თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა”.

 

იტვირთბა....