ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტრის 40-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი Бук М1-ით გავანადგურეთ – უკრაინის ცოცხალი გმირი

“მტრის 40-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი Бук М1-ით გავანადგურეთ – უკრაინის ცოცხალი გმირი”-  ამის შესახებ ინფორმაციას batumelebi.netgazeti.ge  გამოცემა armyinform დაყრდნობით ავრცელებს.

პოდპოლკოვნიკი ანდრეი კრუგლოვი საზენიტო რაკეტების კომპლექს Бук-М1-ის დივიზიას ხელმძღვანელობს. ამ რაკეტებს შეუძლიათ გაანადგურონ სამიზნე 15 – 20 კილომეტრ სიმაღლეზე და 30 კილომეტრის დაშორებით.

როგორც უკრაინის თავდაცვის ძალების ოფიციალური საინფორმაციო გამოცემა armyinform წერს, ამ დანაყოფის მიერ შესრულებული სამხედრო ოპერაციები თანამედროვე საჰაერო ომის ისტორიაში შევა. ArmyInform-ის კორესპონდენტთან უკრაინის გმირმა, ანდრეი კრუგლოვმა ცის მცველების საბრძოლო სამუშაოებზე ისაუბრა.

24 თებერვლის დილას ჩვენი საზენიტო-სარაკეტო დივიზია საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო უკრაინა-ბელორუსის საზღვართან ახლოს, კიევის ოლქში. ამ ადგილას ერთთვიანი წვრთნები გვქონდა.

24 თებერვლის ღამეს რუსების მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ბელორუსის მხრიდან სრული მზაობა გვქონდა. საკონტროლო, გამაფრთხილებელი ცენტრიდან ვიღებდით ყველა საჭირო ინფორმაციას.

“რუსული თვითმფრინავები გამუდმებით უახლოვდებოდნენ ჩვენ საზღვარს და თავხედურად დაფრინავდნენ საზღვრის გასწვრივ. პირველი თვითმფრინავი ჩვენ საჰაერო სივრცეში რამდენიმე კილომეტრით შემოვიდა, სწრაფად შებრუნდა და წავიდა. ასეთი ქმედებები შეიძლება სხვადასხვაგვარად განიმარტოს: როგორც პროვოკაცია, დაშინება, ან როგორც აქტიური საომარი მოქმედებისთვის მზადება.

ცოტა ხანში მივიღეთ კიდეც ინფორმაცია ჩვენს აეროდრომებზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ.

„პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო“

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის კოლონები მოძრაობდა და მალე შეიძლებოდა ალყაშიც მოვექციეთ.

Buk M1 საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემის საზენიტო-სარაკეტო სამმართველო დიდი სამხედრო გუნდია და მრავალრიცხოვანი სამხედრო ტექნიკაც გვაქვს.

იმ მომენტში ქვედანაყოფში გვყავდა როგორც წვევამდელები, ასევე სამხედრო მოსამსახურე ქალები.

მალე ჩვენი თვალით დავინახეთ ოკუპანტები – საზენიტო საბრძოლო მოქმედებების წამოწყება შეუძლებელი იყო. საჭირო იყო უკან დახევა და უსაფრთხო ზონაში გადასვლა კიევთან უფრო ახლოს.

მანქანების ნაწილმა ტყით დაიწყო სვლა, ნაწილმა გზებზე, თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო მანქანა გავხიზნეთ უსაფრთხო ზონაში. მე ბოლომ დავტოვე ჩვენი პოზიციები.

გზა წარმატებით გავიარეთ და ბოროდიანკას მახლობლად ახალი პოზიციები დავიკავეთ. პოლკის მეთაურმა საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით მაცნობა, რომ ოკუპანტები ჩვენს დივიზიაზე მიზანმიმართულად ნადირობდნენ.

რუსმა პილოტებმა უკვე იცოდნენ, სად ვიყავით. სასწრაფოდ მომიწია პოზიციის შეცვლა. მაკაროვის მიმართულებით გავემართეთ. 25 თებერვალს, დილით დავიწყეთ პირველი საბრძოლო ოპერაცია.

ეს რუსული ვერტმფრენი იყო. ძალიან დაბლა დაფრინავდა. ჩემი მანქანიდან გავანადგურეთ. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ პოზიციის სწრაფი ცვლა დავიწყე ოკუპანტების ალყაში რომ არ აღმოვჩენილიყავი. ბოლოს გაირკვა, რომ მაკაროვს ვერც კი მივუახლოვდებოდით.

დამპყრობლები გვიახლოვდებოდნენ. დივიზიამ კვლავ პოზიციის შეცვლა დაიწყო. მივიღე ბრძანება, რომ დანაყოფის ნაწილი უსაფრთხო ზონაში გამეგზავნა, მეორე ნაწილი კიევისკენ გაემართა – დედაქალაქის საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად ხელსაყრელი პოზიციები უნდა დამეკავებინა.

ამ დროს მაკაროვი უკვე დაიკავეს რუსებმა. ამ რაიონში კიევი-ჟიტომირის გზატკეცილი ცეცხლში იყო გახვეული. ვიცოდით ეს, მაგრამ ვიცოდით ისიც, რომ დედაქალაქი უნდა დაგვეცვა. ჩვენმა დივიზიამ იპოვა გზა – მაკაროვს გარშემო შემოვუარეთ, უსწრაფესად გავაკეთეთ ეს და ბელოგოროდკასკენ, კიევის ერთ-ერთი უბნისკენ წავედით.

აქ ორი სამიზნე გავანადგურეთ სარაკეტო გაშვებით: რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ეს იყო პირველი გაშვება, რომლითაც პირადად მე რუსული ვერტმფრენი და თვითმფრინავი გავანადგურე. პირველად მე დავაჭირე გაშვების ღილაკს თითი მტრის ვერტმფრენების გასანადგურებლად, დივიზიის ოფიცრებისთვის ომის დასაწყისში მაგალითის მიცემა იყო საჭირო. მერე უკვე ყველამ დაიწყო რაკეტების გაშვება, ვის მოვალეობაშიც ეს შედიოდა.

Buk-M1 საზენიტო სარაკეტო სისტემა კოლექტიური იარაღია. ჩვენმა ქვედანაყოფმა ყველა მნიშვნელოვანი სამიზნე გაანადგურა.”- აცხადებს ანდრეი კრუგლოვი.

იტვირთბა....