“რაც კობახიძემ გააკეთა ეს არის საქართველოს სირცხვილი, ფაქტია ეს ქვეყანა არ შედგა, ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი თანამდებობის პირი იმ წუთას იქნებოდა გადაყენებული ის ვერ მოასწრებდა გადადგომას, ის იქნებოდა გადაყენბული. ეს არ არის ქვეყანა, ეს არ არის მისი პირადი ემოციები მას ფეხებზე კიდია მამაც, მისი კაგებეშნიკობაც და საკუთარი თავიც ის არის ბიძინა ივანიშვილის მონა და მისგან აქვს დავალებული ეს არის ივანიშვილი, რომელიც ასე გვექცევა და ჩვენ ვართ ჟურნალისტები ქართველი ხალხი. ასე გვექცევიან ჩვენც მრავალი წელია…. ვინ არის ბიძინა ეს ჩვენთვის ცნობილია ვეფხისტყაოსნიდან, ბიძინა ჩარჩა შუა საუკუნეების ვაჭართა რიგებში, იქ ჩარჩა ქართული რომ არ იცოდნენ და ქართული რომ ვერ ისწავლა. ჩვენ ეს ყველაფერი დავიმსახურეთ, ევროპაში შესვლა კი არა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზრდილობაში შესვლა, როდესაც ასე გაგინებენ ის უნდა გააქრო, მოსპო ჟურნალისტებს ეს შეუძლიათ, მაგრამ სად იყო სოლიდარობა?,სად იყო იმედის ჟურნალისტი?რა თქვა მე მომისმინეთ მე მაქვს კარგი შეკითხვაო?” განაცხადა ბერძენიშვილმა.
ევროპაში შესვლა კი არა ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზრდილობაში შესვლა – ბერძენიშვილი კობახიძეზე
“რაც კობახიძემ გააკეთა საქართველოს სირცხვილია”.- აღნიშნულის შესახებ ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა “მეტრონომთან” „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
ბერძენიშვილი ამბობს, რომ ევროპაში შესვლა კი არა ზრდილობაში შესვლა უნდა ვიპოვოთ.

