ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტს ეხმაურება.
„ესე იგი, მარტო კობახიძის პასუხზე რატომ ბრაზდებით, იმას რატომ არ იმჩნევთ, რომ კითხვაც არაეთიკური იყოო. გარწმუნებთ, კითხვის ეთიკურობაზე ბევრს იმსჯელებდა საზოგადოება, კობახიძეს ის რომ არ ეკადრა, რაც იკადრა ანუ კითხვა საკუთარი უხამსი პააუხით არ გადაეფარა. მას რომ ელემენტარული თავშეკვება გამოეჩინა, უზრდელობაში არ გადასულიყო, მარტივად, ღირსეული პასუხი გაეცა, სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. მან კი ისეთები იკადრა პასუხში, რომ ვიღას ახსოვს კითხვა?
ასე რომ თუ დღეს ჟურნალისიტის კითხვის ეთიკურობას არავინ განიხილავს, ეს მხოლოდ კობახიძის საქციელის ბრალია”, – წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

