ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინაში რუსეთის 5 არმია გავანადგურეთ – არესტოვიჩი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის ინფორმაციით,  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 5 საერთო-საჯარისო არმია გაანადგურეს. საერთო ჯამში, რუსეთს ასეთი 10 და დამატებით, ორი სპეციალური დანიშნულებისა და მასშტაბის არმია ჰყავს.

„ახლა გამოდის, რომ ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ 35 მოტომსროლელი და 10 სატანკო პოლკი. ეს 10 მოტომსროლელი დივიზია ან 5 საერთო-საჯარისო არმიაა. რუსეთმა თავისი 10 არმიიდან 5 რუსეთში დამარხა“, – ამბობს არსეტოვიჩი.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ასევე დაკარგა:

„გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის 13 რეაქტიული სისტემა
ლულიანი არტილერიის 70 დივიზიონი
1730 ტანკი – 54 საბატალიონო კომპლექტი
3950 ჯავშანმანქანა – ეს იგივეა, რაც დაახლოებით 124 საბატალიონო კომპლექტი.

უკრაინის გენშტაბის უახლესი მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინაში 39 870 სამხედროა.

იტვირთბა....