ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უკიდურესად დიდი ქაჯობაა ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა – ხიდაშელი

[su_quote] მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების. სიმართლე გითხრათ ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა. ის რომ უზედელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი კაგებეშნიკი იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება ამას არ ვიცი რა ეშველება. კობახიზე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასე ხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას. [/su_quote]

ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი Facebook-ზე წერს.

ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

 

იტვირთბა....