ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, ისევ ზიზღის ენას აფრქვევს” – ჟურნალისტი კობახიძეზე

“ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოეხადა, დღეს კიდევ ერთხელ დამესხა თავს” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის Facebook სტატუსს, სადაც კობახიძე წერს, რომ “მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას “მთავარიდანაც” კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა.

გუშინ წყობიდან გამოსული კობახიძე, როგორც ჩანს, აგრძელებს დღეს სიძულვილის ენით საუბარს და ისევ ზიზღის ენას აფრქვევს. ნაცვლად იმისა, რომ დღეს მაგალითად ბოდიში მოეხადა მას, პირიქით კიდევ ერთხელ თავს დამესხა მე და ასევე მის განცხადებაში ვნახეთ ჩვენ, რომ კიდევ ერთხელ მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიმართლე რომ გითხრათ, არ მიკვირს ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმიტომ რომ ისინი მუდმივად თავს ესხმიან და ასეთ რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკული არხის წარმომადგენლებთან, – ამბობს “მთავარი არხის” ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, “ქალი აღარ ხარ რა. ქა­ლის სახე და­კარ­გე… რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე” – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.

იტვირთბა....