ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

მხარდაჭერას ვუცხადებ კობახიძეს მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში – ხუნდაძე

[su_quote] სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ირაკლი კობახიძეს მარგინალური მედიის და ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში!

მხარდაჭერას ვუცხადებ ოჯახს და მის ღირსეულ მამას, რომელიც საქართველოს ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა და ებრძოდა რუსეთის იმპერიას.

ღირსეული ადამიანი რომ დააფასო, თავად უნდა იყო ღირსეული. როდესაც არც პიროვნული და არც პროფესიული ღირსება გაქვს, კადრულობ იმას, რაც გუშინ მოვისმინეთ.

სამწუხაროა, რომ ასეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება. დაბალი განათლება, არაპროფესიონალიზმი, უზნეობა და მოღალატეობრივი სულისკვეთება იქცა დღეს ზოგიერთი ქართული მედიის და ოპოზიციის წარმომადგენლების კრედოდ.

არაუშავს, ამასაც გავუძლებთ და აუცილებლად გავიყვანთ საქართველოს გამარჯვების გზაზე! [/su_quote]

 

ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

იტვირთბა....