[su_quote] ბატონი გია კობახიძე, როგორც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და შემდგომ უკვე საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი პირადად იყო ჩართული საქართველოსა და უკრაინის ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოების მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამყარებაში. ბატონი დავით არახამია კი, როგორც რუსული სპეცსამსახურების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ასრულებს რა პატრონების დავალებას და საქართველოს მტრობაში ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს პირველობას ეცილება. ეს არის რეალობა და არა არახამიას რაღაც ნაბოდვარი, სადაც ღია ცილისწამებასა და მტრობასთან ერთად, აშკარად იკითხება საკუთარი მძიმე ცოდვების სხვისთვის გადაბრალების ამორალური, მაგრამ ძალზე უბადრუკი მცდელობა. რაც შეეხება ზოგიერთი ჟურნალისტის “მაღალ” პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტს, კითხვა, რომლის ტექსტის ნებისმიერი ვარიაცია შეურაცხმყოფელია, ღირსეული ადამიანისგან ყოველთვის მიიღებს ღირსეულ პასუხს. ჩემი სრული მხარდაჭერა ძალიან ღირსეული მამის ძალიან ღირსეულ შვილს, ირაკლი კობახიძეს. [/su_quote]
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი წერს.
ცნობისთვის, კობახიძეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ არახამიამ ინტერვიუში ისიც ახსენა და ჰკითხა – “კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“, რაზეც კობახიძემ უპასუხა:
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”

