[su_quote]როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის – ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!![/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი Facook_ზე წერს.
ცნობისთვის,
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ… სირცხვილია, სახე დაკარგეთ… ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია…”
დღეს კი ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ამ თემის ირგვლივ განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელში დაწერა:
“მთავარის” ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა… თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა”.