[su_quote]რატომ აპელირებს კობახიძე მუდმივად “პავლიკ მოროზოვზე”?
ეს პერსონაჟი ცნობილია იმით, რომ მამის (კულაკის) წინააღმდეგ იბრძოდა, ჩვენებებს აძლევდა და ოჯახის წევრებმა მოკლეს. საბჭოთა პროპაგანდამ ამის გამო მოახდინა მისი ჰეროიზაცია.
ლოგიკური არ იქნება, რომ კობახიძე “მამაში” მიშას გულისხმობდეს, რადგან მისი შეფასების სუბიექტები პირიქით, მისივე გაგებით, მიშას ერთგულებით გამოირჩევიან.
ერთადერთი ლოგიკაა, რომ ის მამაში გულისხმობს “ბიძინას” და მას მოიაზრებს მთელი ერის, თვითოეული მოქალაქის მამად. შესაბამისად, ვინც ბიძინას აკრიტიკებს, მისთვის ყველა “პავლიკ მოროზოვია”[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.