“ქალი აღარ ხარ რა. ქალის სახე დაკარგე… რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე” – ასე მიმართა დღეს პარტია “ქართული ოცნების” თავმჯომდარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს.
კობახიძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “ფეისბუქში” პოსტს ენმ-ს წევრი ლევან ხაბიეშვილი აქვეყნებს.
“Natashka Jakhutashvili უდიდესი და გულწრფელი მხარდაჭედა ამ საუკეთესო გოგოს ! როგორი არ უნდა იყო თანამდებობის პირი, კაცი – კობახიძე წარმოუდგენელია ამ ამბის უემოციოდ ყურება! სამთავრობო ტელევიზიები, რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლები და შალვა რამიშვილის ტელევიზია სვამს შეკითხვებს – თავში არასდროს მომსვლია აზრად რომელიმე ჟურნალისტს შეურაცხყოფა მივაყენო ან ასე დაველაპარაკო …. უკიდურესად ბინძური და ამორალური ხალხია ხელისუფლებაში … წერს ლევან ხაბეიშვილი.

