ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს – ზურაბიშვილი

კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის პასუხს “მთავარი არხის ჟურნალისტის მიმართ და დაამატა, რომ “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!
“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!”
ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, “ქალი აღარ ხარ რა. ქა­ლის სახე და­კარ­გე… რომ ლა­პა­რა­კობ, პირი მო­იწ­მინ­დე” – ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს.
იტვირთბა....