პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ “მაესტროს” გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს და ამ საკითხებში მთავრობისა და პოლიტიკური ძლების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერ–მინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსნებთ, რომ 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.
დღეს, 4 თებერვალს, მეწილეებმა მაესტროს გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძრეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.