ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინო გოგაშვილი: არ არის დასრულებული სისტემის მხილების პროცესი – ბოლომდე ვიბრძოლებთ

[su_quote]სოსო გოგაშვილი იაზრებს, რომ იყო იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ახლა ამხელს. დარწმუნებული ვარ, ის მზად არის, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგოს პასუხიმ თუკი რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი. მას სთხოვდნენ, რომ ეს დავალებები შეესრულებინა, კონკრეტულად რა დავალებებს გულისხმობდა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ, თუ საჭირო იქნება, ესეც გავრცელდება. “ქართული ოცნება” იოსებ გოგაშვილს სჯის სისტემის მხილების გამო. ცდილობენ, შური იძიონ მასზე, გააჩუმონ. ამასთან არის დაკავშირებული ის ცრუ ბრალდებები, რომლებიც მას დღეს აქვს წარდგენილი და ის სამართლებრივი ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც არ სურთ, რომ ისაუბრონ. არ არის დასრულებული პროცესი, ვგულისხმობ ამ სისტემის მხილებას და ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას[/su_quote]

ამის შესახებ newposts-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინო გოგაშვილმა განაცხადა.

იტვირთბა....