ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორც ყველა მოქალაქემ, ავიღე იჯარის წესით, ყველა წესის და კანონის დაცვით – გაბუნია მიწის ნაკვეთის მიღებაზე

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის, “ღამის შოუს” წამყვანი გიორგი გაბუნია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერიამ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა. გაბუნია ამას “ფეიკ ნიუსს” უწოდებს და ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი იჯარის წესით აიღო ისე, “როგორც ყველა მოქალაქემ”.

“რამდენიმე საათის წინ დაიდო ეს ფეიკ ნიუსი, თითქოს და მერიამ მიწა მაჩუქა. ხალხი მილოცავს, კომენტარებში და მეტს უკეთესსაც მისურვვებენ, მადლობა თქვენ მაგრამ ტყუილია ხალხნო.  პატიოსნად, როგორც ყველა მოქალაქემ ავიღე იჯარის წესით, ყველა წესის და კანონის დაცვით. მინდა ვუთხრა მათ, ვინც ეს თქვა და მათ, ვინც სიამოვნებით აზიარებს და აკომენტარებს: კარგით რა, მეტი საქმე არ გაქვთ ჩემზე რომ ტყუილები არ წეროთ? არ აგყვებათ ხალხი მაგ პროვოკაციაში. ისიც გაასაჯაროვეთ, განცხადება რომ შევიტანე სახლში შუქის შეყვანაზე და უფასოდ რომ გამიკეთეს ან საერთოდ ახალი ნათურები რომ მაჩუქეს უფრო გავარდება”, – წერს გაბუნია Facebook-ზე.

ცნობისთვის, აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ გაავრცელა. შუშანიამ აღნიშნა, რომ გაბუნიამ მიწის ნაკვეთი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად მიიღო და იქვე განმარტა, რატომ თვლის, რომ ეს პოლიტიკური კორუფციის მაგალითია.

“ერთი წლის წინ ჯერ 500 კვადრატული გადაეცა იუმორისტს. მას ვალდებულება ჰქონდა აღებული ფართობზე სპორტული მოედანი აეშენებინა, რაც არ შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პასუხი მოეთხოვათ, დამატებით 500 კვადრატული ფართობის გადაცემას აპირებენ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

იტვირთბა....