ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის მერიამ “ღამის შოუს” წამყვანს, გიორგი გაბუნიას 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა

ქუთაისის მერიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა “ღამის შოუს” წამყვანს, გიორგი გაბუნიას 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფოიმერეთი” ავრცელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიაზე დაყრდნობით.
შუშანიას ცნობით, გაბუნიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად მიიღო.
“ერთი წლის წინ ჯერ 500 კვადრატული გადაეცა იუმორისტს. მას ვალდებულება ჰქონდა აღებული ფართობზე სპორტული მოედანი აეშენებინა, რაც არ შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ შეუსრულებელი ვალდებულებისთვის პასუხი მოეთხოვათ, დამატებით 500 კვადრატული ფართობის გადაცემას აპირებენ. ეს არის პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითი”, – აცხადებს გიგა შუშანია.
Infoimereti.ge-ს ცნობით, ინფორმაციას იუმორისტი გიორგი გაბუნია გამოეხმაურა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას აბსურდი უწოდა. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთზე მერიას კანონის სრული დაცვით, როგორც რიგითმა მოქალაქემ ისე მიმართა.
იტვირთბა....