ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ შეიძლება გახდეს დინამო თბილისის ახალი მმართველი – ინვესტორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს. სპორტული გამოცემა Goal.ge ამასთან დაკავშირებით სტატიას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის ძველ კომენტარს ავრცელებს, რომელშიც ის ქართული საფეხბურთო კლუბის ყიდვის სურვილს გამოთქვამს.

“დროა, საქართველოსაც ჰყავდეს ძლიერი კლუბი, რომელიც სხვადასხვა ტურნირებზე თავის სიტყვას იტყვის… ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ კლუბს ვიყიდი და მსოფლიოში საუკეთესო კლუბად ვაქცევ. ასევე, მსურს ბევრმა ბიზნესმენმა რამდენიმე კლუბი იყიდოს და ასე საქართველოს ჩემპიონატი უფრო წინ წაიწევს, ასევე, ეროვნული ნაკრებიც და ჩვენ ყველა დაგვაფასებს ფეხბურთში“, – ამბობდა მაშინ ივანიშვილი.

როგორც Goal.ge აღნიშნავს, ის, რომ ბერა ივანიშვილს ქართული კლუბის შეძენა სურს, არაერთ გამოცემაში იწერება.

როგორც რომან ფიფიას ახალი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ამ ეტაპზე კლუბის გასვხვისებასა თუ მასში ინვესტიციის განხორციელებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიდის.

“ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით”, – განაცხადა ფიფიამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაში მოიაზრება კლიბის გაყიდვა.

იმის თაობაზე, რომ დინამოსთან ახალი მიდგომებია საჭირო, თბილისის მერს, ყოფილმა ფეხმურთელ კახა კალაძესაც აქვს გაცხადებული.

“მე არ ვიცი ფეხბურთელებს რა დამოკიდებულება აქვთ, ვინც ამ გუნდში თამაშობს. ან ისტორიას გადახედონ, ან ის ნახონ, ვინ თამაშობდა ამ კლუბში. ცოტა სხვა მიდგომებია საჭირო, სხვა დამოკიდებულებაა საჭირო, თან მარტო თბილისის დინამო ხომ არაა, ქვეყანას წარმოადგენს, პირველი გუნდია საქართველოში”, – განაცხადა მან ფარერების გუნდთან დინამოს მიერ განცდილი მარცხის შემდეგ.

 

იტვირთბა....