რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.
ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია.