ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა უგლეგორსკის თბოსადგურს შეუტიეს, თუმცა, უკრაინელებმა უკან დაახევინეს – გენშტაბი

რუსი ოკუპანტები უგლეგორსკის თბოსადგურის შტურმით აღებას შეეცადნენ, თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც, მტერმა უკან დაიხია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინაში სიდიდით მეორე, უგლეგორსკის თბოსადგურის ხელში ჩაგდებით, ოკუპანტები კრამატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებით წინსვლას და ქალაქ ბახმუტზე შეტევის განხორციელებას ცდილობდნენ.

“რუსები და სეპარატისტული ძალები აგრძელებენ მცირედი შტურმების მცდელობებს დონბასში ფრონტის ხაზის გასწვრივ. მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა უგლეგორსკის თბოსადგურის ტერიტორიის დაკავების მიზნით. წარუმატებლად. უკრაინელმა მეომრებმა ოკუპანტებს გაქცევა აიძულეს”, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იტვირთბა....