კომპანია თელასი განცხადებას ავრცელებს:
სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 4 თებერვალს დროებით შეიზღუდება
ვაკის რაიონი
ავარიის პრევენციის მიზნით 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგარის, სარკინეთის, აჭარის, მარუაშვილის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.