ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ – კულება

რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

დმიტრო კულება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ  რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, – აღნიშნა დმიტრო  კულებამ.

იტვირთბა....