ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

“ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს” – ზელენსკა აშშ-ის კონგრესს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ აშშ-ს კონგრესს უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა სთხოვა.

უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ დას­ძი­ნა, რომ მას, ისე­ვე რო­გორც ბევრ უკ­რა­ი­ნელ დე­დას, სურს, რომ შვი­ლებს მო­მავ­ლის იმე­დი მის­ცეს.

„შეძ­ლებს თუ არა ჩემი შვი­ლი სკო­ლა­ში დაბ­რუ­ნე­ბას შე­მოდ­გო­მა­ზე, არ ვიცი, რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით დე­დამ უკ­რა­ი­ნა­ში. შეძ­ლებს თუ არა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას და ნორ­მა­ლურ სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას? მე არ შე­მიძ­ლია პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მე გთხოვთ საჰაერო დაცვის სისტემებს, რათა რაკეტებმა არ დახოცონ ბავშვები ეტლებში. სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება. ყველას სახელით მოგმართავთ, ვინც დაიღუპა, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც სხეულის ნაწილები დაკარგეს, მათ სახელით, ვინც ცოცხალია და თავს კარგად გრძნობენ, ვინც ფრონტიდან ოჯახის წევრების დაბრუნებას ელოდება. ვითხოვ იმას, რისი მოთხოვნაც არასდროს მენდომებოდა, ვითხოვ იარაღს.” – განაცხადა ზე­ლენ­სკამ.

იტვირთბა....