საზოგადოება

უცნობმა ცოტნე გამსახურდია იპოვა და დაკარგული საფულე დაუბრუნა

 

ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, ფეისბუქზე მადლობას უხდის ადამიანს, რომელმაც დაკარგული საფულე იპოვა, ტელეფონზე დაურეკა, შეხვდა და უკან დაუბრუნა.

“ასე, ჩემო კარგებო, ჩემი საფულეც გამოჩნდა. ბანკთან უპოვია სრულიად უცნობ ადამიანს, ეტყობა მანქანიდან გადმოსვლისას ამომივარდა ჯიბიდან. ჩემთან უბანში ამოვიდა, ბიჭებმა მიცეს ტელეფონი და დამირეკა. ცოცხალი თავით თეთრი არ გამომართვა, ძლივს დავითანხმე, რომ ნაჩუქარი კახური ღვინო აეღო.

ვნახე ადამიანი, რომლისთვისაც პატიოსნება სისულელედ არ ითვლება. მინდა მჯეროდეს, რომ მისნაირები კიდევ არიან ამ ქვეყანაზე… შენ გაგიმარჯოს, გ.გ. და ყველა იმას, ვისთვისაც ღირსება ფულზე მეტია…

თქვენ კი – დიდი მადლობა დახმარების და გულთან მიტანისთვის” – წერს ფეისბუქზე ცოტნე გამსახურდია.

 

იტვირთბა....