ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“უკრაინის უშიშროება სავსეა რუსი აგენტებით” – სააკაშვილი

უკრაინის უშიშროება სავსეა რუსი აგენტებით, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისივე თქმით, ზემოთხსენებულის შესახებ უკრაინის სუს-ის ყოფილი უფროსი, ივან ბაკანოვი არაერთხელ გაუფრთხილებია.

“ვფიქრობ, ომში უზენაესი მთავარსარდლის საკადრო გადაწყვეტილებების ეჭვქვეშ დაყენება უკრაინის დემოკრატიის პირობებშიც კი, არასწორი და ამორალურია. მით უფრო, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორია. უკრაინის უშიშროების სამსახური სავსეა რუსი აგენტებით. ამის შესახებ არაერთხელ გამიფრთხილებია ბაკანოვი. ის ტოვებდა ძალიან წესიერი, მაგრამ ამავე დროს უაღრესად გულუბრყვილო პიროვნების შთაბეჭდილებას, რომელიც აღფრთოვანებული იყო ქვეშევრდომების „პროფესიონალიზმით”, – წერს სააკაშვილი.

იტვირთბა....