ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ოკუპანტები შესაძლოა ჩიხში აღმოჩდნენ” – უკრაინელებმა ანტონოვსკის ხიდი დაანგრიეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე შეტევა მიიტანეს, – როგორც მედია იუწყება აღნიშნულის შედეგად დამპყრობლების მოქმედებები გაცილებით გართულდება, რადგან ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ მარაგისა და უკანდახევის გზების გარეშე.

როგორც ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იური სობოლევსკიმ განაცხადა, ხსენებული ხიდი არც უკრაინელმა სამხედროებმა არ უნდა გამოიყენონ.

“ხერსონში ოკუპანტები შესაძლოა უკან დახევისა და მარაგების გარეშე აღმოჩდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

როგორც UNIAN იუწყება, 19 ივლისს უკრაინელი სამხედროები თავს დაესხნენ რუსი დამპყრობლების ბაზას, რომელიც მდებარეობს ხერსონში, ანტონოვსკის ხიდთან. იქ დამპყრობლებმა მოათავსეს უამრავი იარაღი და სამხედრო ნაწილი.

იტვირთბა....