ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები შეიცვალა” – ლავროვი

თუ უკრაინა მიიღებს შორს მოქმედ დისტანციურ იარაღს დასავლეთის ქვეყნებიდან, მაშინ შეიცვლება რუსული ჯარების სპეცოპერაციის გეოგრაფიული ამოცანები, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT-სა და Rossiya Segodnya-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ეს აღარ იქნება მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ახლა უკვე დღის წესრიგში დგას ხერსონის რეგიონი, ზაპოროჟიეს ოლქი და „სხვა მთელი რიგი ტერიტორიები და ეს პროცესი გაგრძელდება თანმიმდევრულად“.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის იმ ნაწილს, რომელსაც ზელენსკი გააკონტროლებს, ან ვინც მას შეცვლის, ჰქონდეს იარაღი, რომელიც პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ტერიტორიას “, – განაცხადა მან.
იტვირთბა....