რუსმა ოკუპანტებმა დონბასის ოლქის საცხოვრებელი კვარტლები ავიაციის, სარაკეტო გამშვებების და “გრადისა” და “ურაგანის” ტიპის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაბომბეს. ამის შესახებ უკრაინის ნაციონალური პოლიციის Telegram გვერდიდან ხდება ცნობილი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დონეცკის ოლქის პოლიციამ ერთ დღე-ღამეში ასეთი 26 შეტევა აღრიცხა.
“ოკუპანტებმა ცხრა დასახლებული პუნქტი ცეცხლში გახვიეს, მოკლეს და დაჭრეს მშვიდობიანი მაცხოვრებლები. რუსები საცხოვრებელ უბნებს ურტყამდნენ ავიაციიდან, სარაკეტო დანადგარებიდან, არტილერიიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მტერმა დაარტყა ქალაქევს: ბახმუტს, ავდეევკას, კრამატორსკის, კონსტანტინოვკას, სოლედარს, სელიდოვოს, ნიუ-იოკრს და სოფლებს, ივანოვკას და პოკროვსკოეს.