ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს:
„აი, როგორ აზრზე არ უნდა იყო არაფრის, პრეზიდენტის გამოსვლამდე და მის საპარლამენტო ტრიბუნაზე მოწვევამდე, მანანა კობახიძეს (და ვინც გინდა, იმას) ულოცავდე დაბადების დღეს.
არასერიოზულობა, უცოდინრობა და პროვინციალიზმი.
ოპერაში შუბით სიარულზე ათასჯერ უარესი არაა ახლა ეს?“
შეგახსნებთ, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. პრეზიდენტის გამოსვლამდე პარლამენტის თავმჯდომარე,მ, დავით უსუფაშვილმა მანანა კობახიძეს დაბადების დღე მიულოცა.