ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიდის ბრძოლა მორწმუნეების “უფლებებისთვის” სამარცხვინო ფორმით”

„მე ვაპროტესტებ“ – ასეთი სათაურით აქვეყნებს პოსტს სოციალურ ქსელში პარლემენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. ერთ-ერთ მეგობარს კი უმრავლესობის წევრი კანონპროექტს, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება ასე უმარტავს: „ჩემო ძვირფასო თინა, მიდის ბრძოლა მორწმუნეების „უფლებებისთვის“ ყველაზე სამარცხვინო ფორმით“ – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გუშინ პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” დასჯადი ხდება.

კომიტეტზე განხილვისას, კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო – “პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს”. კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

 

იტვირთბა....