ჩრდილოეთ საბერძნეთში უკრაინული სატვირთო თვითმფრინავის Antonov-12 კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორამციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემისვე ცნობით, სერბეთიდან ბანგლადეშში იორდანიის გავლით მიმავალ თვითმფრინავს სერბული სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის, ასაფეთქებელი მოწყობილობები გადაჰქონდა.
როგორც მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი უკრაინის მოქალაქე იყო.
წინასწარი ცნობით, მომხდარის მიზეზი ერთ-ერთი ძრავის წყობიდან გამოსვლა გახდა.